ვითარება საავტომობილო გზებზე

ნაქერალას უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

timer.ge

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ზვავსშიშროების გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ57 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამავე გზის კმ20-კმ34 და კმ38-კმ72 მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ქობულეთის შემოვლითი გზაზეც.

შეზღუდვები კვლავ მოქმედებს ჯვარი-უშგულისა და ხრესილი-ამბროლაურის მონაკვეთებზე.

გარდა ამისა, დილიდან, სპეციალური რეჟიმებია დაწესებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის, ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის, ვაზიანი-გომბორი-თელავის, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე. დეტალური ინფორმაცია ამის შესახებ გზების დეპარტამენტმა რამდენიმე საათის წინ გაავრცელა.

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე.

კომენტარები