ვითარება საავტომობილო გზებზე

ჯვარი-უშგულისა და ხრესილი-ამბროლაურის მონაკვეთებზე შეზღუდვებია

facebook.com/pg/georoad.ge

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული შეზღუდვების შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს. ამჯერად, შეზღუდვები ჯვარი-უშგულისა და ხრესილი-ამბროლაურის მონაკვეთებს ეხება: 

  • თოვისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ1-კმ30 მონაკვეთზე  მოძრაობა თავისუფალია.
  • ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ20-კმ72 (სოფ.ხრესილი-ამბროლაური) მონაკვეთზე  აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დილიდან, სპეციალური რეჟიმებია დაწესებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის, ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის, ვაზიანი-გომბორი-თელავის, ახალქალაქი-კარწახის, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე. დეტალური ინფორმაცია ამის შესახებ გზების დეპარტამენტმა რამდენიმე საათის წინ გაავრცელა.

კომენტარები