გიორგი ლუკავა

ციხელაშვილი: გიორგი ლუკავას გათავისუფლებაზე აქტიურად ვმუშაობთ

epn.ge

შერიგების მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ინფორმაცია, რომ აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი, გიორგი ლუკავა დრანდის ციხიდან გაიყვანეს, არ დასტურდება.

როგორც ცნობილია, რუსთავი 2-თან საუბარში, ლუკავას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დაკავებული მათ გუშინ ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ გაცვლის შესახებ შეთანხმება მიღწეული იყო. თუმცა, ამის შემდეგ, ოჯახის თქმით, პატიმარი დაიკარგა. ისინი ვარაუდობენ, რომ ლუკავა მოკლულია და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

აფხაზეთის ომის მონაწილე 52 წლის გიორგი ლუკავა აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა 5 წლის წინ დააკავა და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

"დღეს გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება, მაგრამ, ზოგადად, თემა არის აქტუალური და ვმუშაობთ უკვე რეგულარულად ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში", - თქვა ციხელაშვილმა.

მანამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა იმავე შინაარსის განცხადება.

კომენტარები