კაპანაძე: აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს პრეზიდენტის არჩევითობა

დღეს ქვეყანაში გვაქვს არაფორმალური მმართველობაა და ერთი ადამიანი აკონტროლებს ყველაფერს. ამიტომ, ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტის მოშლა და მისი ფუნქციების შემცირება მხოლოდ ამ ადამიანს აწყობს. ჩვენი პოზიციაა, რომ აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს არჩევითობა, ეს ინსტიტუტი უნდა დარჩეს ძლიერი, როგორც ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელიც დღევანდელ სიტუაციაში, აბალანსებს არაფორმალურ მმართველს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, სერგი კაპანაძე, პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ. საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი დღეს პირველ სხდომას მართავს. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი პრეზიდენტის არჩევის წესია. "ქართული ოცნების" ნაწილი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებას ემხრობა, საპარლამენტო უმცირესობა კი წინააღმდეგია.

კომენტარები