ახალგაზრდების კვლევა

FES: ახალგაზრდების 31% სექსუალურ თავშეკავებას გოგონებისთვის ღირებულებად მიიჩნევს

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების 27%-ს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს სექსუალური თავშეკავების მიმართ, მაშინ როდესაც ახალგაზრდების მესამედი მიიჩნევს მას გარკვეულ ღირებულებად ორივე გენდერისთვის ან 31% მხოლოდ გოგონებისთვის.  

ასევე, აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდების დიდი რაოდენობა, 42% ფიქრობს, რომ აბორტი უნდა იყოს აკრძალული კანონით.  

კვლევის მეთოდოლოგია შემუშავდა ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის (ACT) მიერ ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის მოთხოვნების შესაბამისად. კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს და 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში ჩატარდა. მეთოდოლოგია მოიცავდა პირისპირ ინტერვიუებს და ფოკუსჯგუფის დისკუსიებს. ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 1200 პირისპირ ინტერვიუ და 24 ფოკუსჯგუფის დისკუსია. კვლევის ფოკუსს წარმოადგენდა ახალგაზრდა თაობის სოციალურ-ეკონომიკურ თემებთან არსებული გამოცდილებისა და დამოკიდებულებების შესწავლა.

კომენტარები