თქვენ აძლიერებთ პარტიას, თქვენ აძლიერებთ მიშას, ასევე მიშა გაძლიერებთ თქვენ. იმხელა ძალაა მიშაში, რომ მისი ჩრდილისაც კი ეშინიათ ზოგიერთებს ამ ქვეყანაზე. მისი თითოეული აშენებული შენობის, ხიდის, ქალაქის ეშინიათ. როგორც არ უნდა სცადონ, რომ მიშა შეასუსტონ, უკუშედეგს მიიღებენ. თქვენ იცით, რომ მიშა ყველაზე მობილიზებულია, როცა წინააღმდეგობა ხვდება. რაც არ უნდა გაუკეთონ მიშას, თუნდაც მოქალაქეობა წაართვან, ის მაინც ქართველად რჩება იმიტომ, რომ საქართველოსთვის მისი გული ცემს. რაც არ უნდა ქონება წაართვან, დარწმუნებული ვარ, ყველგან, თქვენს ოჯახებში ჩვენი ოჯახისთვის იქნება პატარა, მყუდრო ადგილი, ყველი და პური და სითბო.
tbl.ge/253t
დაკოპირდა

სანდრა რულოვსი ენმ-ის ყრილობაზე შეკრებილ ხალხს მიმართავს.
ამავე თემაზე
- "ფიქრის და მოლაპარაკების ეტაპია" – ჟორჟოლიანი სააკაშვილის განცხადებაზე
- სააკაშვილი: შევთანხმდით, პარტიაში შემოვიერთოთ ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს




