NDI-ის კვლევა

NDI: 68%-სთვის არჩევნებზე მისვლის მთავარი მიზეზი სამოქალაქო ვალის მოხდა იყო

"რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც, არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობა" - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ამ კითხვაზე, არჩევნებზე მისულ გამოკითხულთა 68% პასუხობს, რომ "ეს ჩემი სამოქალაქო ვალია". გამოკითხულთა 12% არჩევნებზე მის მოსაზრებებთან ახლოს მდგომი პარტიის მხარდასაჭერად მივიდა, ხოლო 10% იმისთვის, რომ მისი ხმა გაყალბებისთვის არ გამოეყენებინათ. ასევე, 10%-მა არჩევნებში მონაწილეობა მთავრობის მხარდასაჭერად მიიღო, ხოლო 3%-მა - მთავრობის შესაცვლელად. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და/ან მეორე ტურზე NDI-ის გამოკითხულთა 77% მივიდა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +-1.8%.

კომენტარები