უკანონო იარაღი

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ერთი პირი დააკავეს

შსს

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ვ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, კალაშნიკოვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული ავტომატი და მჭიდი ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

კომენტარები