ენმ-ის გაყოფა

თარგამაძე: დღევანდელი მიშა არც წარმომედგინა. რეალობა წარმოდგენაზე დაუნდობელია

ქართულ პოლიტიკაში ჩემი 28 წლიანი მონაწილეობის ერთი, უდაოდ, ყველაზე წარმატებული, საინტერესო ეტაპი დასრულდა. ყველაფერი არც ამით დაწყებულა და არც ამით დამთავრდება. მიშა მისი ჩამოსვლისთანავე გავიცანი. სულ სხვა მიშა. მასთან ერთად ბევრი რამ გავაკეთე. დღევანდელი მიშა არც წარმომედგინა როდესმე. რეალობა წარმოდგენაზე ბევრად დაუნდობელი გამოდგა. გუნდი, რომელთან ერთადაც ვარ პოლიტიკაში 25 წელიწადია, არ მიმიტოვებია და არც მივატოვებ, ვინაიდან ჩვენთან პრინციპებსაც ვცემთ პატივს, თავისუფალ აზრსაც და ერთმანეთსაც. დღევანდელი დღე სევდის მომგვრელიცაა და საიამოვნოდ ამაღელვებელიც. სიახლე ყოველთვის სასიამოვნოა. ჩვენი გუნდი საზოგადოებას იმედს არ გაუმტყუნებს. არ მაინტერესებს გაბოროტებულთა კომენტარები. დღევანდელი მიშასიც. მაინტერესებს მომავალი და მუხლჩაუხრელი შრომა ამ მომავლისთვის. უკანდახევა არ გვჩვევია. მჯერა, ყველაფერი იქნება კარგად.

გივი თარგამაძე წერს Facebook-ზე.

კომენტარები