ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის ოფისში ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც პარტიის წევრი, იაგო ხვიჩია ფეისბუქზე წერს, საგამოძიებო მოქმედებები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და შსს-ს წარმომადგენლები კანაფის ნერგებს სათითაოდ აღწერენ.
ტაბულას კორესპონდენტის ინფორმაციით, ნერგებს ლუქავენ და ექსპერტიზაზე გადაიტანენ. თავად გირჩის ოფისში ჟურნალისტებს არ უშვებენ.

ფოტო: ზურაბ ჯაფარიძე
როგორც ცნობილია, 2016 წლის 31 დეკემბერს ახალი პოლიტიკური ცენტრის - "გირჩის" ოფისში მარიხუანა დათესეს. ამ გზით აქციის მონაწილეებმა მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 265-ე მუხლით დაიწყო, თუმცა, ამ დრომდე არავინ დაუკავებია.





