უკანონო იარაღი

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შსს

სამართალდამცველებმა 1984 წელს დაბადებული ზ.ს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ ბრალდებულის სახლის ჩხრეკისას, "აკს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი, ნაგანის ტიპის რევოლვერი და 19 ვაზნა ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები