თურქეთი

იზმირში მომხდარმა აფეთქებამ 2 ადამიანი იმსხვერპლა

თურქეთის ქალაქ იზმირში სასამართლოსთან მომხდარ აფეთქებას 2 ადამიანი, პოლიციელი და სასამართლოს თანამშრომელი, ემსხვერპლა.

აფეთქების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა. ორი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, ერთი კი გაქცეული.

თავდამსხმელებმა მანქანა სასამართლოს შესასვლელთან ააფეთქეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ვარაუდობენ, რომ აფეთქების უკან ქურთების მუშათა პარტია დგას.

 

კომენტარები