ანტიტერორისტული ცენტრი

ლიტვა რუსეთს საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილ უფროსს არ გადასცემს

TPA Lietuvos skyriaus nuotr

ლიტვის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთს უარი უთხრა საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსის, ზურაბ მაისურაძის გადაცემაზე.

გენერალური პროკურატურის განმარტებით, რუსეთის მიერ მაისურაძის ექსტრადირების მოთხოვნა პოლიტიკურად მოტივირებულია და რუსეთის საქართველოსთან მიმართებით არსებულ საგარეო პოლიტიკას უკავშირდება. თუმცა, პროკურატურის გადაწყვეტილება სასამართლომაც უნდა დაამტკიცოს.

მაისურაძეს ინტერპოლი რუსეთის მოთხოვნით ეძებდა. ლიტველმა სამართალდამცავებმა მაისურაძე 2016 წლის 2 დეკემბერს დააკავეს, როდესაც ის ვილნიუსში კიევიდან ჩაფრინდა. მაისურაძე 10 დღის განმავლობაში იყო დაკავებული და შემდეგ, გირაოთი გამოუშვეს. თუმცა, ის ვალდებულია, რომ რეგულარულად გამოცხადდეს ლიტველ სამართალდამცავებთან, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ზურაბ მაისურაძე საქართველოს ანტიტერორისტულ ცენტრს 2012 წელს ხელმძღვანელობდა. რუსეთის ხელისუფლება მას ტერორიზმთან კავშირში ადანაშაულებს.

კომენტარები