ჯორჯ მაიკლი

ჯორჯ მაიკლი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

PA

მომღერალი ჯორჯ მაიკლი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მიზეზი უცნობია, თუმცა, მისი აგენტის თქმით, "სახლში მშვიდობიანად გარდაიცვალა". პოლიციის განცხადებით, მუსიკოსი საეჭვო ვითარებაში არ გარდაცვლილა. ოჯახი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

გავრცელებული ცნობებით, მომღერალს გულის პრობლემები ჰქონდა.

ჯორჯ მაიკლი ცნობილი გასული საუკუნის 80-იან წლებში ბენდ Wham!-ით გახდა, მოგვიანებით მან სოლოკარიერა გააგრძელა.

მაიკლმა კარიერის განმავლობაში 100 მილიონი ალბომი გაყიდა.

კომენტარები