ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბაქრაძე: არ უნდა მივცეთ საშუალება ხელისუფლებას, რომ ჩვენით შეაშინოს ხალხი

არის ნაწილი პარტიაში, რომელიც მიიჩნევს, რომ არჩევნების გზა არის არაპერსპექტიული და პარტიის ბრძოლის გზა უნდა იყოს ქუჩის ბრძოლა. მე მიმაჩნია, რომ, რა თქმა უნდა, ქუჩის აქციებიც უნდა ჩავატაროთ (შარშან პრაქტიკულად ერთი თვე აქ ვცხოვრობდით, რუსთავი ორის წინ და არ მივეცით საშუალება ივანიშვილს, რომ რუსთავი დაეხურა), აქციებიც უნდა ჩავატაროთ, მაგრამ არჩევნებზე უარის თქმა იქნება პარტიის დასუსტება და არასწორი სიგნალი ჩვენი ამომრჩევლის მიმართ, რადგან ადამიანებს უნდათ სტაბილურობა, სიმშვიდის განცდა და ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება ხელისუფლებას, რომ ჩვენით შეაშინოს ხალხი - რომ ნაციონალურ მოძრაობას მოაქვს არეულობა, როგორც ეს ახლა გააკეთეს.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე რუსთავი ორის ეთერში, ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე.

კომენტარები