ეს თემა დადგა არჩევნების შემდეგ, როდესაც პარტიის წევრებს მიაჩნდათ, რომ პარტია არ უნდა შესულიყო პარლამენტში. მე ვიყავი იმ ნაწილში, რომელსაც მიაჩნდა, რომ ჩვენი პარტია, თუ ჩვენ გვინდა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება, პარლამენტშიც უნდა იყოს, საკრებულოებშიც, ქუჩაშიც, უცხოეთშიც, თელავშიც, ზუგდიდშიც, ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც... ყველგან უნდა ვიყოთ და ყველგან უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ხალხის მხარდაჭერით, ეს უმაქნისი მთავრობა, რომელმაც ქვეყანა გააღარიბა, გავუშვათ სახლში. ამიტომ, მე მიმაჩნდა, რომ უნდა შევსულიყავით და საპარლამენტო და პოლიტიკური ბრძოლის გზა არის მნიშვნელოვანი. იყო ნაწილი პარტიაში, ვისაც მიაჩნდა, რომ არა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ბაქრაძე: თუ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება გვინდა, ენმ პარლამენტშიც უნდა იყოს
tbl.ge/23f5
დაკოპირდა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე რუსთავი ორის ეთერში, ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე.
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




