ეროვნული ბანკი

ნოემბერში ბანკების მოგება 35%-ით შემცირდა

ტაბულა

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ნოემბერში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგება 35%-ით შემცირდა.

ბანკების მოგება ნოემბერში სულ 34 მილიონი ლარი იყო, ეს წინა წელთან შედარებით 35%-ით ანუ 19.2 მილიონით ნაკლებია.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რომელ ბანკებს შეუმცირდათ ნოემბერში მოგების მაჩვენებელი, რადგანაც ეროვნული ბანკის სტატისტიკა ყველა ბანკის ფინანსური ანგარიშგების ნაერთ ჯამს წარმოადგენს.

რაც შეეხება იანვარ-ნოემბრის მონაცემებს, ჯამში ბანკებმა 566 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით 25%-ით, ანუ 113 მილიონით მეტია.

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აგრეგირებულ ფინანსურ მონაცემებს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ნოემბერში:

  • ბანკების მთლიანი შემოსავლები - 290 მილიონი ლარი იყო
  • სესხების საპროცენტო შემოსავლები - 202 მილიონი ლარი იყო
  • შემოსავლები საკომისიოებზე - 35 მილიონი ლარი იყო
  • ბანკების ხარჯები იყო - 248 მილიონი ლარი
  • დეპოზიტებზე სარგებლის დარიცხვა - 90 მილიონი ლარი
  • აპარატის ხარჯები - 43 მილიონი ლარი
  • არაპროცენტული ხარჯები - 42 მილიონი ლარი
  • დაუბეგრავი მოგება - 42 მილიონი ლარი
  • წმინდა მოგება - 34 მილიონი ლარი 

კომენტარები