16 დეკემბერს, თბილისის ოთხ რაიონის ნაწილს ელექტროენერგია არ ექნება

Creative commons

ხვალ, 16 დეკემბერს, თბილისის ოთხი რაიონის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ისნის, კრწანისის, საბურთალოს და გლდანის რაიონებს. კომპანია მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას და გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.

ისნის და კრწანისის რაიონები

10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: წინანაურის, გორგასლის, კრწანისის, მელქაძის, ნადიკვარის, ორთაჭალის და კალანდაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: იოსელიანის, დოლიძის, ახალშენის, ბალანჩივაძის და ბზვანელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: წყალსადენის, ილორის, ტაძრის და მონასტრის ქუჩების მაცხოვრებლებს. ხოლო 10:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ფეიქრების ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები