ეკონომიკური გეგმა

ქართული ოცნების დეპუტატი: აშშ-ის ეკონომიკური პროგრამა ჩვენგან არის გადაწერილი

თუ ავიღებთ, მაგალითად, შეერთებული შტატების პროგრამას ეკონომიკური განვითარების და წახალისების, შეიძლება ასე ვთქვათ, ჩვენი პროგრამიდან არის გადაწერილი... ხურდასაც რომ გაძლევენ მაღაზიაში, ადამიანები გარბიან და დოლარს ყიდულობენ. აი, ეს არის ჩვენი პრობლემა - ნდობა საკმაოდ დაბალი ეროვნული ვალუტის მიმართ. მე ვფიქრობ, ეს პროგრამა ზუსტად იმისკენ არის მიმართული, რომ გამყარდეს ნდობა. კურსი, ასე რომ ვთქვათ, ერთადერთ ვალუტასთან, დოლართან მიმართებაში უფასურდება. ჩვენს სამეზობლო, ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებაში ლარი არ უფასურდება... რაც უფრო იაფია შენი ფული, მით უფრო ადვილად ხდება ექსპორტის წახალისება. იაფად ყიდი და უფრო მოხმარებადია შენი პროდუქცია.

ქართული ოცნების დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ეკონომიკური განვითარების გეგმაზე.

კომენტარები