გაეროს გენერალური მდივანი

ანტონიუ გუტერეშმა გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ფიცი დადო

Seth Wenig / AP

პორტუგალიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა ანტონიუ გუტერეშმა გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ფიცი დადო. ანტონიუ გუტერეში გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობას 2017 წლის 1 იანვრიდან დაიკავებს. გუტერეში გაეროს 71 ისტორიის მანძილზე მეცხრე გენერალური მდივანი იქნება.

ცნობისთვის, გაეროს გენერალური მდივანი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, როტაციის პრინციპით შეირჩევა. გაეროს გენერალური მდივნის პოსტი უკვე ეკავათ აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს.

კომენტარები