Ballon d’Or 2016

კრიშტიანუ რონალდუმ 2016 წლის ოქროს ბურთი მოიგო

Getty Images

დღეს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 2016 წლის ოქროს ბურთის მფლობელი გამოვლინდა.

Ballon d’Or-ის მფლობელი წელს მადრიდის რეალის ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ გახდა. პორტუგალიელი ფორვარდი ამ ტიტულს მეოთხედ დაეუფლა. 

წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ოქროს ბურთის მფლობელი მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ნაცვლად, ჟურნალისტებმა გამოავლინეს.

მეორე ადგილი ლიონელ მესიმ დაიკავა, რომელსაც ოქროს ბურთი 5-ჯერ აქვს მოპოვებული. მესამე ადგილზე კი ანტუან გრიზმანი გავიდა.

კომენტარები