უამინდობის გამო, იმერეთის და ზემო აჭარის ნაწილს ელექტროენერგია არ აქვს

Creative commons

რეგიონების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ დროისთვის, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ზემო აჭარაში ხულოსა და შუახევის რაიონების ნაწილს, ზემო იმერეთში კი - ჭიათურისა და საჩხერის რაიონების ნაწილს.

„უამინდობა დასავლეთ საქართველოში ღამით კვლავ გრძელდებოდა. დიდთოვლობის გამო, გართულებული იყო დაზიანების ადგილების აღმოჩენა. ზოგ შემთხვევაში, ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკურ სამსახურს გადაადგილება უჭირდა როგორც მანქანებით, ასევე ფეხით, რაც ართულებდა ადგილებზე აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო მასალების შეტანას.

ამ დროისთვის, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ზემო აჭარაში ხულოსა და შუახევის რაიონების ნაწილს, ზემო იმერეთში კი - ჭიათურისა და საჩხერის რაიონების ნაწილს. ასევე, ენერგომომარაგება შეზღუდულია ხარაგაულის რაიონის ნაწილშიც. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ხულოსა და ჭიათურაში, სადაც თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა. ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიზნით, დაზიანების ადგილებში გადაყვანილია დამატებითი ტექნიკური ბრიგადები კომპანიის სხვა ფილიალებიდან“, - აცხადებენ კომპანიაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ უამინდობის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს.

კომენტარები