21 Century Fox

21 Century Fox-ის მთავარ მეწილე რუპერტ მარდოკს Sky-ის შეძენა სურს

Reuters

ევროპული ტელეკომპანია Sky ამბობს, რომ მან რუპერტ მარდოკისგან, Twenty-First Century Fox Inc-ის ყველაზე მსხვილი მეწილისგან, კომპანიის შესყიდვის შეთავაზება მიიღო. 

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო დროს Sky-ის წილები 10 ფუნტზე 26%-ით გაიზარდა, 21 Century Fox-ისა კი მხოლოდ 4.3%-ით.

Reuters-ის მონაცემების მიხედვით, Fox-ი ამ დროისთვის Sky-ის 39.1%-ს ფლობს. სააგენტოს ანგარიშით, Fox-ს Sky-ის იმ წილებისთვის, რომელსაც ის ჯერ არ ფლობს, 11.25 მილიარდი ფუნტის გადახდა მოუწევს.

Fox-ის აღმასრულებელი დირექტორი, რუპერტ მარდოკი, Sky-ის თავმჯდომარედ წელს დაინიშნა. Sky-ის განცხადებით, მოლაპარაკება კვლავ გრძელდება. 

კომენტარები