მუქარა ენმ-ის დეპუტატზე

ენმ-ის დეპუტატ ლელა ქებურიას მეგის ქარდავას სახელით ემუქრებიან

facebook.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ლელა ქებურია სოციალურ ქსელში ნიკა ლოგუას მიერ მუქარის შემცველი მიმოწერის ფოტოს ავრცელებს. ნიკა ლოგუა მიმოწერაში თავს ქარდავას დეიდაშვილს უწოდებს.

"ქალბატონო ლელა, რაღაც-რაღაცეები გავიგე და მოვუყევი დევაც მეგისის და კარგს არ მოგიტანთ ეს გპირდებით მე პირადად ამას. მე მეგისის გაზრდილი ვარ, ჩემი დეიდაშვილია. მოკითხვა შემოგითვალათ ისე, რომ იცოდეთ და პასუხი გექნებათ გასაცემი კიდევ, მაგას იცოდეთ მე გპირდებით. ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს, მიშა თუ ბოკერია, მეგის ქარდავას და ახალაიებს გაუმარჯოს. თუ რამე პრეტენზია გაქვთ აგერ ვარ და გაგცემთ პასუხს, არ ველოდი თქვენგან ამას, თურმე ახალაიების და მეგისის დაბრუნება არ გინდათ, მაგრამ დაბრუნდებიან და დამერწმუნეთ, პასუხი გექნებათ გასაცემი... ჭკვიანად იყავით, ჭკვიანად რაა" 

როგორც ტაბულასთან საუბარში ლელა ქებურიამ განაცხადა, facebook შეტყობინების მიღების შემდეგ, ნიკა ლოგუას ნაციონალური მოძრაობის პარტიის შტაბში შეხვედრა შესთავაზა, რაზეც მისგან უარი მიიღო. მიმოწერის შემდეგ, ლოგუა ქებურიას მეუღლეს ტელეფონით დაუკავშირდა, დაემუქრა და შეურაცხყოფა მიაყენა.

Facebook მიმოწერის ფოტოს გავრცელების შემდეგ, ნიკა ლოგუამ მეგის ქარდავასთან ნათესავური კავშირი უარყო და არც მიმოწერაში მონაწილეობა დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ ნიკა ლოგუა facebook-ზე 23 ნოემბერს მეგის ქარდავასა და მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე სტატუსს წერს.

"მე ისეთი რაღაც გავიგე ახლახან თურმე ჩვენებს არ უნდათ მეგის ქარდავას დაბრუნება და რატომ? ალბათ კუდი ეწვით, ასე გამოდის. მიშა და მეგისიო არ გვინდაო. მიშა რომ დაბრუნდეს, მეგისიც დაბრუნდებაო. ყველას არ ვეხები ვისაც მიშასი და კონკრეტულად მეგისის დაბრუნება არ უნდათ მაგათი ..... "

კომენტარები