ნაძალადევის რაიონის ნაწილს, ამაღამ ელექტროენერგია არ ექნება

newcastle.gov.za

ნაძალადევის რაიონის ნაწილს, ამაღამ ელექტროენერგია არ ექნება. შეზღუდვა 30-მდე ქუჩას შეეხება. კომპანია თელასი მიზეზად, ავარიის პრევენციას ასახელებს.

01:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, სიხარულიძის, ტიბაანის, ჩარგლის, გუდამაყრის, თიანეთის, ბუაჩიძის, ზიგზაგის, დავით გარეჯელის, გლინკას, გვაზაურის, ბოგვის, ლიახვის, რატევანის, შენგელიას, ხორნაბუჯის, ჟინვალის, ჭოპორტის, ნაგომარის, მუხრანის, ქსნის, ანდრონიკაშვილის, ერწოს, ქვიშხეთის, ხევისუბნის და ფეიქრების ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. "თელასში" აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები