Europol: ISIS-ი ევროკავშირის ქვეყნებში ახალი თავდასხმების განახორციელებას შეეცდება

Reuters

ევროპოლის ცნობით, ე.წ. ისლამური სახელმწიფო სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ევროკავშირის ტერიტორიაზე ახალი თავდასხმების განახორციელებას ეცდება. მათივე ცნობით, ტერორისტთა სამიზნე ის ქვეყნები იქნება, რომლებიც სირიასა და ერაყში ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ იბრძვიან.

"ზოგიერთი სადაზვერვო სამსახურიდან აღებული მონაცემები გვაჩვენებენ, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ მართული რამდენიმე ათეული ადამიანი შესაძლოა ევროპაში იმყოფებოდეს და მათ ტეროტისტული თავდასხმის განხორციელების შესაძლებლობა გააჩნდეთ", - წერია ევროპოლის ანგარიშში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ არ არის გამორიცხული, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ, მათ მიერ ერაყსა და სირიაში გამოყენებული ერთ-ერთი ტაქტიკის, დანაღმული მანქანების აფეთქების ევროპაში დანერგვაც სცადოს.

კომენტარები