ეროვნული ბანკი

სებ-ის საბჭოს ახალი წევრები არჩილ მესტვირიშვილი და მურთაზ კიკორია გახდნენ

ტაბულა

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრი აირჩია. სებ-ის საბჭოს წევრი ხელახლა გახდა ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, საბჭოს შემადგენლობაში შევიდა საქართველოს ბანკის ყოფილი დირექტორი მურთაზ კიკორია და ფინანსისტი რობერტ ჰენრი სინგლეტარი.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატები 24 ნოემბერს დაასახელა. პარლამენტში კანდიდატებმა 90-93 ხმით მიიღეს ნდობა, წარდგენილი კანდიდატების წინააღმდეგ ხმა 6-მა დეპუტატმა მისცა.

კომენტარები