აქციზის გადასახადი

თალაკვაძე: საწვავი გაძვირდება და 2 ლარის ფარგლებში დარჩება

ტაბულა

რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში გამართულ დებატებზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილის დასმულ კითხვაზე "გაძვირდება თუ არა ბენზინის და დიზელის ფასი საწვავის აქციზის გაძვირებასთან ერთად?" საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დადებითად პასუხობენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძის თქმით, ბენზინის და დიზელის ფასი 2 ლარს არ გადასცდება.

" საწვავი გაძვირდება და 2 ლარის ფარგლებში დარჩება",- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მტკიცებით, საწვავის ფასების ზრდა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. 

"თამბაქოც გაძვირდება და საწვავიც გაძვირდება, მაგრამ ის საწვავი რა მდგენელი არის მთლიანი ეკონომიკის, ამაზე უნდა ვისაუბროთ“, - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე. 

გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ გაიზრდება აქციზის გადასახადი თამბაქოზე, იმპორტირებულ ავტომობილებსა და ნავთობპროდუქტებზე.

კომენტარები