ირანის ჩრდილოეთ ნაწილში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.
ავარია სემნანის პროვინციაში მოხდა, მოძრავი მატარებელი რკინიგზის სადგურზე მდგარ მატარებელს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ოთხი ვაგონი ლიანდაგებიდან გადავარდა, მათგან ორს კი ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე მაშველები მუშაობენ. სარკინიგზო კატასტროფის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაწყებულია.