ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახური: საფულით და ტანსაცმლით ბრილიანტის 557 თვალი შემოჰქონდათ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

დიდი ოდენობით ბრილიანტის ქვების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, ორი მოქალაქე დააკავეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მათ საფულესა და ტანსაცმელზე სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩნდათ 557 ერთეული ბრილიანტის თვალი. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 11 წლამდე.

კომენტარები