ეროვნული ბანკი

მურთაზ კიკორია და არჩილ მესტვირიშვილი სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატები არიან

facebook.com/BankOfGeorgia

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები წარადგინა, მათ შორისაა საქართველოს ბანკის ყოფილი დირექტორი მურთაზ კიკორია და ეროვნული ბანკის მოქმედი ვიცეპრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.

დღესვე გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეხვდა. კანდიდატებთან შეხვედრისა და მათი დეტალურად განხილვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების არჩილ მესტვირიშვილის, მურთაზ კიკორიას და რობერტ სინგლეტარის პარლამენტისათვის წარდგენასთან დაკავშირებით. შეხვედრისას კანდიდატებმა პრეზიდენტს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმები და ხედვები გააცნეს.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ამტკიცებს. საბჭო სულ შვიდი წევრისგან შედგება.


ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

კომენტარები