გლდანისა და ისნის რაიონებს 24 ნოემბერს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

newcastle.gov.za

გლდანისა და ისნის რაიონებს ხვალ, 24 ნოემბერს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.

გლდანის რაიონი - საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სხვიტორის, ხანძთელის, ბარისახოს, ულიანოვის, ტრაპაიძის, ანდრონიკაშვილის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, უწერის, ყუშიტაშვილის და ჭრებალოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის VI მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი - გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, საექიმოს გასასვლელის, კაჭარავას, ფორაქიშვილის, ჰოლბრუკის, წერნაკის, ჭრელაშვილის და ნავთლუღის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომენტარები