ილია მეორის ვიზიტი რუსეთში

დუგინი: ილია II ერთადერთი შემაკავებელია, ქართული ელიტა ლიბერალიზმში ჩაიკარგა

დღეს იწყება საქართველოს პატრიარქ ილიას ვიზიტი რუსეთში. პატრიარქი ილია თანამედროვე საქართველოს ყველაზე მთავარი ფიგურაა. ის ქართული იდენტობის მატარებელია. იმ სიტუაციაში, როცა ქართული ელიტა უიმედოდ ჩაიკარგა ლიბერალიზმში, აუჯანყდა ტრადიციებს და უარს ამბობს მართლმადიდებლურ ფესვებზე, სწორედ პატრიარქი ილია რჩება თანამედროვე საქართველოში "შემაკავებლად", იმად, ვინც მიუხედავად ყველაფრისა, საკუთარ თავში ასახიერებს სიღრმისეულ საქართველოს - ნამდვილსა და უცვლელს, ზეციურ საქართველოს. გეოპოლიტიკა და რელიგია მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. დასავლეთმა ახალ დროში გაწყვიტა კავშირი ქრისტიანულ მემკვიდრეობასთან, მიიღო დემოკრატიისა და სეკულრაიზაციის მასონური მოდელი, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების მოწყობას ქვევიდან და არა ზევიდან... საქართველო, ღრმად მართლმადიდებლური, ქრისტიანული იდენტობით მიდიოდა დასავლეთისკენ და შორდებოდა საკუთარ თავს... მართლმადიდებლური რუსეთისგან მოწყვეტით, რუსეთის კონტინენტისგან მოწყვეტით, საქართველო ვერ გადაიქცევა კუნძულად ან ხომალდად. დასავლეთი იყენებს საქართველოს თავისი მიზნებისთვის, ხოლო კრიტიკულ მომენტში მიატოვებს ბედის ანაბარა, როგორც ეს მოხდა, 2008 წელს. რუსეთი კი დარჩება. ის ყოველთვის ახლოსაა. ის სიღრმისეულად არის საქართველოში. ხოლო საქართველო განუყოფლად დაკავშირებულია რუსეთთან. ეს ბედია. და ახლა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში მოვლენებს სიღრმისეულად უყურებს მხოლოდ ერთადერთი ადამიანი - უწმიდესი პატრიარქი ილია. ის, რა თქმა უნდა, მოხარულია დამოუკიდებელი საქართველოსი, მისთვის, ბუნებრივია, უცხოა კომუნისტების მიმართ სიმპათიები. საქართველოს სუვერენიტეტისთვის მან გააკეთა და აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია. მაგრამ განსხვავებით ქართველი მედასავლეთეებისგან, ის ბრძენი და შორსმჭვრეტელია. და მას ესმის, რაში მდგომარტეობს საქართველოს გადარჩენა და სად არის მისი ნამდვილი ადგილი

ევრაზიული კავშირის იდეოლოგი, ალექსანდრ დუგინი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მოსკოვში ვიზიტზე

კომენტარები