ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა

EPA

ინდოეთში გუშინ მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა, 200-ზე მეტი ადამიანი კი დაშავებულია.

მატარებელი ქალაქ პატნადან ინდორის მიმართულებით მიემგზავრებოდა. კატასტროფა ქალაქ კანპურთან ახლოს მოხდა, სადაც ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და გადატრიალდა. ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, ლიანდაგებზე გაჩენილი ბზარებია.

ინდოეთში სარკინიგზო ტრანსპორტს სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი მონოპოლია, Indian Railways-ი განაგებს. ის დღეში 30 მილიონ ადამიანს ემსახურება. თუმცა მოძველებული ინტრასტრუქტურის გამო, რკინიგზაზე უბედური შემთხვევები არცთუ ისე იშვიათია. ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფების გამო ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება.

კომენტარები