ძლიერი ქარი ქუთაისში

ქუთაისში ძლიერმა ქარმა ხუთსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა

რუსთავი 2

ქუთაისში ძლიერმა ქარმა ხუთსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. შემთხვევა მელიქიშვილის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, სახურავიდან ჩამოვარდნილი მასალა ბინასთან მდგომ ავტომობილს დაეცა და დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დახმარებას პრობლემის შესწავლის შემდეგ შეძლებენ. 

კომენტარები