მდგომარეობა გზებზე

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)- კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობის კონტროლი საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება.“ - წერია განცხადებაში.

 

კომენტარები