ბრიტანული ორგანიზაცია Full Fact გუგლის მხარდაჭერით ავტომატურ ფაქტ-მეტრს შექმნის. ორგანიზაცია ჟურნალისტებს ინფორმაციის გადამოწმების საშუალებას მისცემს. 2017 წლის ბოლომდე ორი პროექტი: Trends and Robocheck გაეშვება.
Trends განსაზღვრავს, კონკრეტული ინფორმაცია ინტერნეტში რამდენად გავრცელდა. ის დეტალებს შეამოწმებს და კორექტირების მოთხოვნას გაგზავნის. Robocheck კი ინფორმაციის გადამოწმების შედეგებს მომხმარებელს pop-up-ით შეატყობინებს.
"ჟურნალისტი, რომელიც პრემიერმინისტრს უყურებს, წამებში შეამოწმებს, რამდენად სწორ განცხადებას აკეთებს და ზუსტ ინფორმაციასაც მიიღებს", - ამბობენ ორგანიზაციაში.
Full Fact ამ ეტაპზე სტრუქტურირებული მონაცემების მისაღებად დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის სამსახურთან მუშაობს.
ამ პროექტებისთვის Full Fact გუგლისგან 50 000 ევროს მიიღებს.