საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

ლე პენი: პუტინი, ტრამპი, ლე პენის ტრიო მსოფლიო მშვიდობისთვის კარგი იქნება

Reuters

ფრანგული პარტია ეროვნული ფრონტის ლიდერმა მარინ ლე პენმა აღნიშნა, რომ თუკი მომავალ წელს მას საფრანგეთის პრეზიდენტად აირჩევენ, მსოფლიო ლიდერების ტრიო შეიქმნება აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად.

"ეს მსოფლიო მოძრაობაა. მოძრაობა, რომელიც უარს ამბობს თავაშვებულ გლობალიზაციაზე, დესტრუქციულ ულტრალიბერალიზმზე, ნაციონალური სახელმწიფოების განადგურებასა და საზღვრების გაქრობაზე", - თქვა ლე პენმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა იგი მორიგი პოლიტიკოსი, რომელიც დაამტკიცებს, რომ გამოკითხვები მცდარია და შექმნის თუ არა მსოფლიო ლიდერთა ტრიოს დონალდ ტრამპთან და ვლადიმირ პუტინთან ერთად, ლე პენმა ჟურნალისტებს უპასუხა, რომ "ეს კარგი იქნება მსოფლიო მშვიდობისთვის. თუ მე გავხდები პრეზიდენტი, საფრანგეთს რუსეთთან კარგი ურთიერთობა ექნება".

ამასთან, მარინ ლე პენმა საარჩევნო კამპანიის პოსტერიც წარადგინა, რომლის სიმბოლოც ლურჯი ვარდია. კამპანიის სლოგანი კი ასეთი იქნება - "ხალხის სახელით". 

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 2017 წლის 23 აპრილს გაიმართება.

კომენტარები