მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: საქართველოში არჩევნები ვერ მოვიგეთ. ამას უნდა შევეგუო

newamerica.org

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსულ BBC-ისთან საუბარში ამბობს, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნების მოგება ვერ შეძლო.

კითხვას, "საქართველოში თქვენს პარტიას უკეთესი შედეგი რომ ეჩვენებინა, ალბათ, დაბრუნდებოდით, არა?", სააკაშვილი პასუხობს:

"არა. მე იქ ორი ვადით ვიყავი პრეზიდენტი, მესამე ვადას კონსტიტუცია კრძალავს. ჩემი პარტია არჩევნებზე ჩემ გარეშე გავიდა ისე, რომ სრულფასოვანი შემცვლელი ვერ ნახა. ჩვენ ვერ მოვიგეთ. ამას უნდა შევეგუო. ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვამბობდი, რომ როგორი შედეგიც არ უნდა ყოფილიყო, საქართველოს ხელისუფლებაში არ დავბრუნდებოდი. მე აქედან არ გავიქცევი", - თქვა სააკაშვილმა.

გუშინ, გადაცემა არჩევანში სააკაშვილი საწინააღმდეგოს ამბობდა. მისი თქმით, არჩევნები გაყალბდა და ის ხელს არ აწერს დამარცხებაზე.

კომენტარები