ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იქნება, ვიცესპიკერის პოსტზე კი სერგი კაპანაძეს წარადგენენ.
საკანონმდებლო ორგანოში პარტიის ძირითად ფრაქციას ნიკა მელია უხელმძღვანელებს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა შესაქმნელი ფრაქციების რაოდენობასა და კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების ვინაობებთან დაკავშირებით.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მე-9 მოწვევის პარლამენტში 27 დეპუტატს შეიყვანს.





