გერმანიაში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით, 5 ადამიანი დააკავეს

DPA

გერმანიაში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით, 5 ადამიანი დააკავეს.

გერმანელი სამართალდამცველების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული 32 წლის ერაყელი აბუ ვალააა, რომელიც გერმანიაში მცხოვრებ ისლამისტებში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო.

დაკავებულები სირიის ტერიტორიაზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში, საბრძოლო ქმედებებში მონაწილეობაში არიან ეჭვმიტანილი.

მათ დასაკავებლად სპეცოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აბუ ვალაა გერმანიაში მცხოვრემ ისლამისტებს მეჩეთებში ხვდებოდა და სირიაში გამგზავრებისა და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოში გაწევრიანებისკენ მოუწოდებდა.

გერმანიის სადაზვერვო სამსახურის ცნობით, მაისის მონაცემებით, გერმანიიდან სირიასა და ერაყში 840-მდე ჯიჰადისტი წავიდა.

 

კომენტარები