თბილისის ჯაზფესტივალი

10 ნოემბერს თბილისის მე-19 ჯაზფესტივალი იწყება

fb.com/TbilisiJazzFestival

10 ნოემბრიდან თბილისი რიგით მე-19 ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალს ინგლისელი ჯაზ-პოპის შემსრულებელი, ვოკალისტი, პიანისტი და კომპოზიტორი ჯეიმი ქალუმი გახსნის. 11 ნოემბერს მსმენელის წინაშე გრემის მფლობელი მულტიინსტრუმენტალისტი, მესაყვირე, კომპოზიტორი ნიკოლას პეიტონი, ბასისტ ვისენტ არჩერსა და დრამერ ჯო დაისონთან ერთად წარსდგება.


ფოტო: fb.com/TbilisiJazzFestival

ფესტივალის მესამე დღეს ჯაზის, დისკოს, სოულისა და R&B-ის შემსრულებელი, საქსაფონისტი ქენდი დალფერი ახალ ბენდთან ერთად დაუკრავს. ჯაზფესტივალს 13 ნოემბერს ჯაზის საუკეთესო ალბომისთვის გრემის მფლობელი, ამერიკელი ვოკალისტი გრეგორი პორტერი დახურავს.

ჯაზფესტივალი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზსა და Event Hall-ში 4 დღის განმავლობაში გაიმართება. ბილეთების შეძენა ფილარმონის სალაროებსა და tkt.ge-ზეა შესაძლებელი.

კომენტარები