აშშ-ის მხარდაჭერილმა სირიულმა სამხედრო ალიანსმა ქალაქ რაკას გათავისუფლება დაიწყო

Reuters

აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა სირიულმა სამხედრო ალიანსმა სირიის ქალაქ რაკას გასათავისუფლებლად სპეცოპერაცია დაიწყო.

ქალაქი რაკა ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ე.წ. დედაქალაქია.

როგორც სირიის დემოკრატიული სამხედრო ძალები და ქურთებისა და არაბებისგან შემდგარი სამხედრო ალიანსი განცხადებაში აღნიშნავენ, სპეცოპერაცია 5 ნოემბერს დაიწყო. მათი თქმით, აშშ სპეცოპერაციის ფარგლებში, საჰაერო იერიშების კოორდინაციას უზრუნველყოფს.

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ქალაქი რაკა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია. რაკაში დაჯგუფებას აქვს სასწავლო ბანაკები, საიდანაც ისინი სხვადასხვა ოპერაციას მართავენ. გარდა ამისა, დაჯგუფება ქალაქში არსებულ ბანკებს, სკოლებს, მეჩეთებსა თუ სხვა დაწესებულებებს აკონტროლებს.

კომენტარები