ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს რესპუბლიკელების კანდიდატ დონალდ ტრამპს უჭერს. DPRK Today-ზე ამბობენ, რომ ტრამპს შეუძლია, შეამსუბუქოს ამერიკელების ცხოვრება იმ ყოველდღიური შიშისგან, რაც ბირთვულ თავდასხმას უკავშირდება.
კიმ ჩენ ინის წარმომადგენელი ტრამპს "ბრძენ პოლიტიკოსს" უწოდებს და ამბობს, რომ ის ამერიკელების ყველაზე სწორი არჩევანი იქნება.
საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში ხვალ, 8 ნოემბერს იმართება. ერთმანეთს რესპუბლიკელებიდან დონალდ ტრამპი, ხოლო დემოკრატებიდან ჰილარი კლინტონი დაუპირისპირდებიან.





