წყლის მიწოდება

6 ნოემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, დღეს, 6 ნოემბერს, თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დაზიანებაა გლდანის ხევის ქუჩაზე, რის გამოც გუშინ, 23:00 საათზე წყლის მიწოდება შეუწყდა ნაძალადევის რაიონის ნაწილს - გმირ კურსანტთა, გუდამაყრის, ბუაჩიძის, სიხარულიძის, ჟინვალის, ზიგზაგის, ღოღობერიძის, ღრმაღელის, ქსოვრელის, კნოლევის, დაისის, იმერეთის, ზედაზნის, რიონჰესის, ზაზიშვილის, მეუნარგიას, ქურდიანის, ყირიმის, ქინქლაძის, გროზნოს, პალიასტომის, კიკვიძის, როსტოვის, მიჩურინის, ჩიტაიას, ჩიქობავას, ერისთავის, ჩარგლის, გვაზაურის ქუჩებს. GWP-ის ინფორმაციით, წყალმომარაგება დღეს, 09:00 საათზე უნდა აღედგინათ, თუმცა გადაიწია 18:00 საათამდე.

შეზღუდვა იყო ჩუღურეთის, დიდუბისა და საბურთალოს რაიონების ქუჩებზეც, თუმცა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციის მიხედვით, ამ უბნებს დღეს 09:00 საათიდან წყალი მიეწოდებათ.

GWP წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის დროის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურ ვებ-გვერდზე პერიოდულად აქვეყნებს. 

კომენტარები