არჩევნები 2016

კალაძე: 2016 წლის არჩევნები მიუთითებს, რომ ქვეყანაში დემოკრატია წინ მიდის

ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, პარტნიორი ქვეყნების, აშშ-ის საელჩოს განცხადება, ნამდვილად მიხარია, რომ ყველა დადებითად აფასებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული დემოკრატიის თვალსაზრისით. იმის შემდეგ, რაც სსრკ დაიშალა და საქართველო გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა, გავიხსენოთ, თუ რა რთული წლები გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ. 2013, 2014, 2016 წლის არჩევნები მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში დემოკრატია წინ მიდის, დემოკრატიული ინსტიტუტები ვითარდება. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი თვითმმართველობის არჩევნები იქნება კიდევ უფრო გამჭვირვალედ ჩატარებული, კიდევ უფრო დემოკრატიული.

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები