არჩევნები 2016

ცესკო: წინასწარი მონაცემებით, ხაშურის ოლქში "მრეწველების" კანდიდატმა გაიმარჯვა

facebook.com/CentralElectionCommissionOfGeorgia

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, ხაშურის N43 საარჩევნო ოლქში მრეწველების კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ გაიმარჯვა. მან ხმების 61.55% მიიღო, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა - 38.45%. ამ დროისთვის დათვლილია ყველა საარჩევნო უბანი.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 50-დან 47 მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს. პირველადი მონაცემებით, ორ ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატები იმარჯვებენ. კერძოდ, მთაწმინდის ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 67.33% აქვს, ხოლო მის კონკურენტს, ენმ-ის კანდიდატს ნიკა რურუას - 32.77%. აღსანიშნავია, რომ ამ ოლქში ქართულმა ოცნებამ კანდიდატი სწორედ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არ დააყენა.

რაც შეეხება მცხეთის ოლქს, იქ ერთმანეთს ქართული ოცნების კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი დაუპირისპირდნენ. ამ ეტაპზე, ჩოჩელს 50.36% აქვს, ხოლო ხუნდაძეს - 49.64%. ამ დროისთვის, კიდევ ოთხი უბნის მონაცემებია დასათვლელი და შესაძლოა, მონაცემები შეიცვალოს.

კომენტარები