არჩევნები 2016

კალაძე: ჩვენი კანდიდატები ყველა ოლქში ლიდერობენ

კახა კალაძე
ქართული ოცნება

ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის ინფორმაციით, პარტიის კანდიდატები ყველა საარჩევნო ოლქში ლიდერობენ.

"ჩვენს ხელთ არსებული ყველა მონაცემებით, ყველა საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ. საზოგადოების მიერ გამოცხადებული ეს ნდობა გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას. მზად ვართ, განახლებული ენერგიით განვაგრძოთ გეგმების განხორციელება, რაც სწრაფი განვითარების გზით ჩვენს მოსახლეობას მოუტანს კეთილდღეობას", - თქვა კალაძემ.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. უბნები 20:00 საათზე დაიხურა.

კომენტარები