არჩევნები 2016

ცესკო: სავარაუდოდ, მარნეულში ორი გადასატანი ყუთის მონაცემები გაბათილდება

მარნეულის ოლქში ორ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა გადასატან ყუთთან დაკავშირებული პრობლემა. ერთ შემთხვევაში, ყუთის ჭრილი არ იყო დალუქული, სადაც იყო განთავსებული უკვე სამი ბიულეტენი. აღნიშნული ყუთი დაილუქა და სავარაუდოდ, კანონმდებლობის თანახმად გაბათილდება. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ხელმოწერებითა და ბეჭდით არ იყო დადასტურებული ბიულეტენები, რაც ასევე კანონმდებლობის თანახმად, არის ბათილობის საფუძველი.

ცესკოს პრესსპიკერი ანა მიქელაძე.

კომენტარები