საპირფარეშოები

ჩოგოვაძე: ძირითად საგზაო არტერიებზე, ყოველ 40 წუთის სავალზე საპირფარეშოები იქნება

ჩვენი პროგრამის მიხედვით, საქართველოში სამი ძირითადი საგზაო არტერიაა - თბილისიდან - კახეთის, თბილისიდან - ყაზბეგის და თბილისიდან - დასავლეთის მიმართულებით. ყველა ამ ცენტრალურ არტერიაზე, ყოველი 40 წუთის სავალ გზაზე, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტს, ჩვენი მიზანია, რომ არსებობდეს გასაჩერებელი ადგილები - გორთან არსებული გასაჩერებელი ადგილების ანალოგიური, შეიძლება ბევრად ნაკლები მასშტაბის, თუმცა იმავე შინაარსის. იქ იქნება საპირფარეშოები და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია... ჩვენი ამოცანაა, რომ პირველ რიგში, ბიზნესი დავაინტერესოთ ამით, თუმცა თუ კერძო სექტორი არ აღმოჩნდება მზად ასეთი ტიპის შეთავაზებისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რომ უკვე მთავრობის ძალისხმევით გაკეთდება ეს ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, თბილისში კულტურულად და ტურისტულად მნიშვნელოვან ადგილებში ჩნდება დამატებითი სველი წერტილები. ეს ადგილებია - შარდენის ქუჩის, ევროპის ხიდის მიმდებარე ტერიტორიები, წელსვე ამას დაემატება ძველი თბილისის კიდევ ერთი წერტილი. ეს არის საზოგადოებრივი საპირფარეშოები, რომლებიც ტურისტებისთვის ყველაზე მონახულებად ადგილებში განლაგდება, იგივე პროცესი მიმდინარეობს აჭარის რეგიონშიც.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე პალიტრანიუსის გადაცემაში „ჩემი კითხვა“.

კომენტარები